გიგა ზედანია

ზედანია: პატივისცემა უფლება არაა, მოქალაქეების პატივისცემა ისაა, რასაც ან იმსახურებ, ან - არა

უსამართლობა და სისულელეა, რომ ამ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ლეგიტიმურად აღიქმება ისეთი ადამიანების მიმართ პატივისცემის მოთხოვნა, რომლებიც სხვებს პატივს არ სცემენ.

ადამიანთა ჯგუფი ირტყმევინება, იმუქრება, ბღავის, ყვირის და წივის, ცილისწამებას ავრცელებს და შეურაცხყოფას აყენებს; მერე კი, როცა ნახავს, რომ მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა და წესიერ ხალხს მათთან მიკარება არ უნდა, ამბობს, ესაა თქვენი ლიბერალიზმი და დემოკრატია, არ მექცევით ისე, როგორც ღირსეულ და პატივცემულ პარტნიორსო.

ჰოდა, უნდა შევთანხმდეთ - ჩემი პატივისცემა არ არის შენი უფლება. შენი უფლებაა, სახელმწიფო ზუსტად ისე მოგექცეს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს. ხოლო სხვა მოქალაქეების პატივისცემა ისაა, რასაც ან იმსახურებ, ან - არა. ის ხურდაში არ მოჰყვება შენს ადამიანურ დნმ-ს, ის შენს საქციელზე დამოკიდებული.

დიახაც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქცევით არც აღიარებას იმსახურებენ და არც პატივისცემას.

დიახაც, არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც დიალოგი შეუძლებელია იმიტომ, რომ ისინი დიალოგის ელემენტარულ წესებს არ იცავენ.

რაც შეეხება ფარისეველ კვაზიჰუმანისტებს, რომელთა მიხედვითაც "დემოკრატიაში ყველა თანაბრად იმსახურებს პატივისცემას", ერთი-ორი ზუსტი შეკითხვით შეიძლება იმ ადამიანთა მოზრდილი სიის გამოვლენა, რომლებსაც ისინი "ყველაში" არ მოიაზრებენ..

წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ფეისბუქზე.

კომენტარები