გიგა ზედანია

ზედანია: ვინც ლაპარაკობს ქართულ ჯიშზე, პრორუსია, ვინც ქართველ ერზე - პროდასავლელი

პრორუსული პოლიტიკა თავსებადი არ არის ნაციონალიზმთან, მაგრამ თავსებადია ეთნიციზმთან.

ვინც ლაპარაკობს ქართულ სისხლზე, ჯიშზე, გენეტიკაზე - ის არის პრორუსული ორიენტაციის და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას.

ვინც ლაპარაკობს ქართველ ერზე ანუ ნაციაზე, იმპერიისადმი წინააღმდეგობაზე, სახელმწიფოზე, ადამიანის უფლებებზე, სოციალურ პასუხისმგებლობაზე - ის (თუ რაიმე წარმოდგენა აქვს დღევანდელ რეალობაზე) ხდება პროდასავლელი, იმიტომ რომ ყოველივე ამის მიღწევა მხოლოდ დასავლური სივრცის შიგნით შეიძლება.

ეთნიცისტები არ არიან ნაციონალისტები. პირიქით, ეთნიცისტები ნაციონალისტების მთავარი მტრები არიან.

ეთნიციზმი არის ნაციონალიზმის ყალბი ორეული, რომელიც რუსეთის იმპერიასთან არის თავსებადი.

დღევანდელ პოპულარულ წარმოსახვაში ეთნიციზმის მთავარი სიმბოლოა სტალინი, ხოლო ნაციონალიზმისა - დავით აღმაშენებელი.

წერს ფილოსოფოსი გია ზედანია Facebook-ზე.

კომენტარები