საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნეს საქმიანობას უბრუნდება

დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნეს საქმიანობას უბრუნდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატმა შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯომარეს, არჩილ თალაკვაძეს.

შალელაშვილი პარლამენტში ქართული ოცნების პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას ქართული ოცნებიდან სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს. გავცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, შოთა შალელაშვილს ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს.

ტაბულა დეპუტატთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს.

კომენტარები