არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: არცერთ დემოკრატიას სურს, თავს დაესხან მის პარლამენტსა და საჯარო წესრიგს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ Rooms-ში მიმდინარე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "არცერთ დემოკრატიას სურს, მის პარლამენტს და კონსტიტუციურ წესრიგს ძალადობრივად დაესხან თავს."

"რაც შეეხება ზაფხულის დემონსტრაციებს, რომლებსაც ახსენებდით, რა თქმა უნდა, ვერ ავარიდებდი თავს ამაზე საუბარს, შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიას სურს, პოლიტიკოსების ჯგუფი, პროტესტის გამოყენებით, თავს დაესხას კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, ქვეყნის პარლამენტს და ქვეყნის საჯარო წესრიგს," - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდის პასუხმისმგებლობაა, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების მეშვეობით მოხდეს:

"ჩვენ მოწადინებულები ვართ და გარწმუნებთ, რომ ცვლილებები ამ ქვეყანაში მხოლოდ საარჩევნო ყუთისა და არჩევნების მეშვეობით შეიძლება მოხდეს, პოლიტიკური დებატების, დემოკრატიული პლატფორმებისა და ინსტუმენტების დახმარებით. რა თქმა უნდა, ჩვენი კონსტიტუციური და პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სხვა არანაირი სცენარი, ცვლილებების მიღწევის არანაირი ძალადობრივი გზა არ განხორციელდეს."

"მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული კონფერენცია - Now What? - დღეს, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები