ტომ ჰენქსი

ტომ ჰენქსი: ცინიზმი ჩვენი ჩვეულება გახდა

ტომ ჰენქსი Toy Story 4-ის პრემიერაზე.
Getty

ტომ ჰენქსის თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ცინიზმის დონის ზრდა ერთ-ერთი მიზეზია რატომაც ის საბავშვო გადაცემის წამყვანის როლს დათანხმდა.

ამერიკელი მსახიობი ახალ ფილმში "A Beautiful Day in the Neighborhood" ფრედ როჯერსის როლს ასრულებს, რომელსაც 33 წლის განმავლობაში საბავშვო გადაცემა მიჰყავდა.

"ძალიან ბევრისთვის ცინიზმი გახდა ჩვეული პოზიცია ყოველდღიურ ცხოვრებასა და ყოველდღიურ ურთიერთობებში. რატომ? იმიტომ, რომ ეს ადვილია და შესაძლებელია ფულის გაკეთება. ცინიზმი ძალიან კარგი პროდუქტია გასაყიდად და ნებისმიერი რამის შესამოწმებლად ის ძალიან კარგი დასაწყისია. ამის ნაწილად კი იღებ კონსპირაციის თეორიებს და ყველაფერს, რაც გაქვს", - თქვა მსახიობმა.

ტომ ჰექნსის ახალ ფილმს Sony იღებს და მისი გამოსვლის თარიღი 2019 წლის ნოემბერია.

"მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, როდესაც ფრედ როჯერსმა პირველად ნახა ტელევიზიის პროგრამა ბავშვებისთვის, მან ამ ყველაფერში რაღაც ცინიკური დაინახა და რატომ უნდა დასვა ორი-სამი წლის ბავშვების წინ ვიღაც, ვინც ცინიკურია?. იმიტომ, რომ ეს ცინიზმი არის აუდიტორიის მკურნალობის მეთოდი, რომელსაც ჩვენ ასე ძალიან მივეჩვიეთ, როდესაც ისეთი უბრალო სიტყვები გვესმის, როგორიც არის "გამარჯობა, იცი რომ შენს სამეზობლოში ძალიან ლამაზი დღეა", თავს მოტყუებულად ვგრძნობთ. ჩემი აზრით, გვაქვს უფლება რომ თავი კარგად ვიგრძნოთ", - თქვა მსახიობმა.

კომენტარები