"ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს, ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიებად 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.
პირველმა ინსტანციამ იაშვილს უწყების ინფორმირების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
ცნობისთვის, ზურაბ იაშვილს რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასა და რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსურ დირექტორ, კახაბერ დამენიასთან ერთად ბრალი 6 სექტემბერს წარედგინა. გამოძიება მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. კონკრეტულად კი, იაშვილს ედავებიან „კომერციული მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



