2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება

ირანის მხარე აცხადებს, რომ ურანის გამდიდრება 20%-ზე მეტი რაოდენობით შეუძლიათ

ჰასან როუჰანი
AFP

7 სექტემბერს ირანის მხარემ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრება 20%-ზე მეტი რაოდენობით შეეძლო და მაშინ, როდესაც ამის გაკეთების გეგმა ჯერ არ ჰქონდა, დრო იწურებოდა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმება შეიძლება არ გადარჩენილიყო.

"ჩვენ კვლევასა და განვითარებაზე შეთანხმების საფუძველზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დავიწყეთ... იგი უფრო სწრაფი და მოწინავე ცენტრიფუგის განვითარებას მოიცავს," - ირანის ბირთვული სააგენტოს სპიკერმა ბეროუზ კამალვანდიმ კონფერენციაზე განაცხადა.

მან ევროპის წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ დიდი დრო დარჩენილი არ იყო და თუ რაიმის გაკეთება სურდათ დროულად უნდა ემოქმედათ.

3 ივლისს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 7 ივლისის შემდეგ ირანი ურანს იმ რაოდენობით გაამდიდრებს, რა რაოდენობაც მოესურვება - "ნებისმიერი რაოდენობა, რაც მოგვინდება, ნებისმიერ რაოდებობა, რაც საჭირო იქნება".

2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დადგენილი ზედა ზღვარი 3.67% არის.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილი მსოფლიო ძალები არ შეასრულებენ თავიანთ დაპირებას, მაშინ არაკის ბირთვული რეაქტორი 7 ივლისის შემდეგ ძველ საქმიანობას დაუბრუნდება.

აშშ-მა ირანი ბირთვულ გამოძალვაში დაადანაშაულა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორგატუსმა საერთაშორისო საზოგადოებას უთხრა, რომ ისინი არ უნდა დანებებულიყვნენ ირანის რეჟიმის ბირთვულ გამოძალვას - "ეს არის 40 წლის ქცევის ნიმუში, რაც ირანის რეჟიმის ქცევის თანმიმდევრულია".

გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია აცხადებენ, რომ ისინი არ დაარღვევენ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

ვენაში ირანსა და ევროპულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შემდეგ ირანულმა მხარემ თქვა, რომ მათ ძალიან მცირე მხარდაჭერა შესთავაზეს სავაჭრო კუთხით, რათა გადაერწმუნებინათ ისინი.

1 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით ქვეყანამ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით განსაზღვრული ლიმიტი დაარღვია და ურანის მარაგი გაზარდა

კომენტარები