თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

გომელაური მაჩალიკაშვილზე: პროკურატურა იძიებს, მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, უკაცრავად?

რაც მოხდა იქ თემა, ამას პროკურატურა იძიებს. მას ჰქონდა ხელყუმბარა, არ ჰქონდა ხელყუმბარა, უნდა აეფეთქებინა, ამან სწორად ესროლა თუ არა, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, უკაცრავად? თუ იტყვიან, რომ დამნაშავეა, ეს დაისჯება და ჩაჯდება ციხეში ჩვეულებრივად. მე რატო უნდა ავიღო პასუხისმგებლობა.

ერთი რაღაცა მინდა ყველამ რო იცოდეთ ასევე - კანონი არსებობს, სისხლის სამართლის კანონი, ისევე იარაღის გამოყენების კანონი, ჩვეულებრივად. იგივე პოლიციელმა, ვთქვათ, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ პატრულმა რატო გამოიყენა იარაღი... მე როცა ვარ პატრულის თანამშრომელი, იგივე სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, მაქვს იარაღი, იქ მე არ ვეკითხები არც მინისტრს, არც ჩემს ხელმძღვანელს, როცა შევდივარ მე ოთახში, ტერორისტი იქნება ეს თუ კრიმინალი იქნება. მე მაქვს ჩემი კანონი და ვესროლო თუ არ ვესროლო მე ვწყვიტავ. იქ ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ, როცა შევდივარ ოპერაციაზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელიც და ყველაფერი. მე რო გავისვრი, მე უნდა ვაგო პასუხი პროკურატურასთან, სასამართლოსთან და არა ჩემმა მინისტრმა, ჩემმა დეპარტამენტის უფროსმა...

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც პანკისში სპეცოპერაცია ჩაატარა, იმ დროს სწორედ ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა. სტილი დაცულია.

კომენტარები