ყველა, ვინც იქ დაიღუპა, ვინც იყო ჩატაევის გვერდით, იმის ოჯახიც საუბრობდა ზოგი ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგი გერმანიაში. რატო არ მეკითხებით მაგაზე, არ გრძნობ პასუხისმგებლობას ჩატაევის სიკვდილზე ან მის თანმხლებ პირებთან ერთად? არ შეიძლება ესე... მათი გუნდის წევრი იყო ერთ-ერთი ელემენტარულად, მარა ეს ადამიანი, ეს ბავშვი იყო ჩათრეული, ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მოტყუებით მიიყვანეს იქ თემაში და იქ ადამიანი რასაც ის წერდა, რომ ავიფეთქებ თავს... 18 წლის ბავშვი იყო, ის იყო ბავშვი, ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება, ნაომარიც, მეომარიც და ა.შ. და ეს ადამიანი იყო პატარა ბავშვი, მე სულ ხაზს ვუსვამ ხოლმე. ჩათრეული იყო და ყველაზე ადვილად შეიძლება გააკეთებინო არასრულწლოვან ადამიანს, 17-15 წლის ადამიანს თუნდაც კრიმინალური მიმართულებით, ვიდრე 30 და 40 წლის კაცს, ხომ? ჩვეულებრივი თემაა, ყველა ვიყავით ბავშვები, ყველა ვიყავით პატარები და გვყავს ვთქვათ დები ან ძმები ან შვილები.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე
გომელაური: მაჩალიკაშვილი მოტყუებით მიიყვანეს იქ თემაში, ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება
tbl.ge/3zgs
დაკოპირდა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც პანკისში სპეცოპერაცია ჩაატარა, იმ დროს სწორედ ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა. სტილი დაცულია.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეთემირლან მაჩალიკაშვილივახტანგ გომელაურიშსსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსამთავრობო ცვლილებები
ამავე თემაზე
- წულუკიანი მაჩალიკაშვილზე: სიმართლე დამტკიცდა, სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა
- SJC: მაჩალიკაშვილზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე იუსტიციის განცხადება მანიპულაციურია
- სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მთავრობას €25 000-ს გადახდა დააკისრა
- დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნას მხარს უჭერენ
- ბოკერია: თბილისის და პანკისის სპეცოპერაციებზე კრიტიკული კითხვები თავიდანვე არსებობდა