ბლეიქ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

რაიან რეინოლდსმა და ბლეიქ ლაივლიმ მიგრანტი ბაშვების დასახმარებლად $2 მილიონი გაიღეს

რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი
Dimitrios Kambouris / Getty Images

ჰოლივუდის ვარსკვლავურმა წყვილმა, ბლეიქ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა, მექსიკისა და აშშ-ს საზღვარზე მშობლებს მოწყვეტილი მიგრანტი ბავშვების დასახმარებლად 2 მილიონი დოლარი გაიღეს. 

მსახიობებმა ფული ამ ბავშვების ინტერესების დამცველ ორგანიზაციებს NAACP Legal Defense and Education Fund (LDF) და Young Center for Immigrant Children’s Rights ჩაურიცხეს. ორივე ეს ორგანიზაცია ცდილობს დაეხმაროს გასაჭირში დარჩენილ ბავშვებს

"ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ არამხოლოდ ამ ორგანიზაციების დემოკრატიულობითა და სამართლიანობით, არამედ - ადამიანურობითაც. ბოლო ორი წლის განმავლობაში მივხვდით, რომ აუცილებლად, ყველაფერი რაც კი შეგვიძლია, უნდა ვიღონოთ, იმისთვის რომ მსოფლიოში  მეტი ემპათია და თანაგრძნობა არსებობდეს. ისტორია ახლა იწერება და ჩვენ გვიხარია, რომ ვეხმარებით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამდენი ადამიანის ხმას მსოფლიოს აწვდენს"  აღნიშნეს მსახიობებმა.

კომენტარები