სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: უკმარისობის განცდა მქონდა, რომ პრემიერობისას ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის

მე ყოველთვის მქონდა განცდა... ჩემი მინისტრობის თუ პრემიერმინისტრობის ძალიან მოკლე პერიოდში უკმარისობის გრძნობა დამეუფლა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის და ამ სამინისტროსა და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე ის, ან იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული ან დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, მე ვარ უაღრესად მოტივირებული, რომ ახლა, ჩემი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, ბოლომდე დავიხარჯო და ბოლომდე ვემსახურო ამ სამინისტროს და ჩვენს ღირსეულ, საამაყო ჯარს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

კომენტარები