რუსეთი

რუსეთში პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით ორ მომიტინგეს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

იევგენი კოვალენკო
REUTERS

4 სექტემბერს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ მომიტინგეს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მამაკაცები 3 სექტემბერს დააკავეს. 

კირილ ჟუკოვს 27 ივლისს პოლიციელის ოფიცრის ჩაფხუტზე დარტყმისთვის 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრალდებული დანაშაულს უარყოფს. 

რამდენიმე საათის შემდეგ მოსკოვის კიდევ ერთ სასამართლოში იევგენი კოვლენკოს იგივე ბრალდებით 3 წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. მაშინ, როდესაც პოლიციელები მომიტინგეებს იჭერდნენ, კოვალენკომ პოლიციელებს ნაგვის ურნა ესროლა. 

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, სასჯელი არაპროპორციულია. 

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართება. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია. (75 ათასი დოლარი). 

ამ დროისთვის ამ ოპოზიციონერების უმეტესობა ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

 

 

კომენტარები