პატრიოტთა ალიანსი

დავით თარხან-მოურავი: 15 სექტემბერს ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და აღარ დავიშლებით!

რა არის დღეს კოჰაბიტაცია? ეს არის ადამიანი, დამნაშავე, რომელიც არ დაისაჯა და დღეს, უკვე დაიკავა მაღალი თანამდებობა. ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში - მებრძოლი ადამიანები ძალიან ცოტა. დემორალიზებული, შეშინებული ადამიანები ძალიან ბევრი. სააკაშვილი-ბოკერიას მომხრეებიც ძალიან ბევრნი არიან. რას აპირებენ დღეს სააკაშვილ-ბოკერიები?- რევოლუციას. განაახლეს კმარა, თავისუფლების ინსტიტუტი, შექმნეს რაღაც ახალი ორგანიზაცია, კიდევ რაღაც ორგანიზაციებს ქმნიან. წრთვნიან სტუდენტებს, ასწავლიან რომ ჰა, მიდი შენ უნდ აიღო ხელისუფლება ხელში. რას ვაპირებთ? 8 სექტემბერს, კვირა დღეს, 4 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლეში. 15 სექტემბერს, კვირას, დღის 4 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და აღარ დავიშლებით! 

ამბობს პატრიორთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი დავით ტარხან მოურავი facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები