ამის მოთმენა აღარ შეიძლება. გახარიას წარდგენა პრემიერმინისტრის პოსტზე არის შეფურთხება ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 ივნისს ქვეყნის ინტერესებს იცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე გახარიას დამტკიცება არ მოხდეს. ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, შეცვალეთ ეს კანდიდატურა და ნუ გაამწვავებთ დაპირისპირებას.
სამთავრობო ცვლილებები
ვაშაძე: გახარიას წარდგენა პრემიერმინისტრის პოსტზე არის შეფურთხება ჩვენი საზოგადოებისთვის
tbl.ge/3z8o
დაკოპირდა

გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს პარლამენტთან 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. დღეს, 3 სექტემბერს, "სირცხვილიას" 76-ე დღე იქნება. მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე წარდგენას გააპროტესტებენ და მოითხოვენ, ის თანამდებობაზე არ დაამტკიცონ.
სამთავრობო ცვლილებებიგრიგოლ ვაშაძეგიორგი გახარიაბიძინა ივანიშვილიაქცია სირცხვილიაგაერთიანებული ოპოზიცია
ამავე თემაზე
- ბოკერია: თუ ნამახვანი თურნავასთვის პრინციპული საკითხი იყო, მაშინ, უნდა გადამგარიყო
- ნონიაშვილი: პრობლემები დღის წესრიგში რჩება და მინისტრების ცვლილებით ვერ მოგვარდება
- ბოკერია: ეკონომიკის მინისტრის ცვლილებით მინიმუმ არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ
- თურნავა: მინდა გარკვეულწილად შევიცვალო სფერო და სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები
- ღარიბაშვილი: ნათიას თავისი გეგმები, ხედვები და სურვილი აქვს, გუნდის წევრად რჩება