2 სექტემბერს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილომა განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელს, გამბედაობა ეყოფა თანამშრომლობის აღდგენის მიზნით რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე წავიდეს".
"მხოლოდ ამას შეუძლია მოგვცეს კონფლიქტის გადალახვის გარანტია," - თქვა კომუნისტმა დეპუტატმა.
გავრილოვმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარია თბილისში ივნისის პერიოდში ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება.
განცხადება 3 სექტემბერს ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
"ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.
ორ თვეზე მეტია, ანტისაოკუპაციო აქცია სირცხვილია იმართება - სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო ითხოვდნენ. მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა, დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა.