20-21 ივნისის აქციის დარბევა

ბახტაძე 20 ივნისის აქციის დაშლაზე: არ ვიცოდი, ვინაიდან ყოველ წუთს იცვლებოდა მდგომარეობა

ბუნებრივია არ ვიცოდი და არც მეცოდინებოდა, ვინაიდან ეს სამწუხარო განვითარება ხდებოდა ძალიან სწრაფად ყოველ წუთს იცვლებოდა მდგომარეობა და ჩვენ ვიცით შსს-ს განმარტება ამის შესახებ და ეს კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს რა და როგორ მოხდა.

რაც შეეხება პოლარიზაციას, მე მინდა გითხრათ, რომ რასაც მე ვგრძნობ და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი იზიარებს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა, სამწუხაროდ ჩვენ წინ ვერ აღუდექით ეფექტურად ამ ნეგატიური დღისწერიგის თავზე მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რომელიც მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა იყო. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პოლარიზებული გარემო და ეს დიდ საფრთხედ მიმაჩნია ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის. 

ასე პასუხოსბ კითხავს მამუკა ბახტაძე, იმის შესახებ, გააფრთხილა თუ არა იგი გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციის დაშლის თაობაზე.

კომენტარები