მამუკა ბახტაძის გადადგომა

კალაძე ბახტაძის მიერ Facebook პოსტით გადადგომაზე: რატომაც არა, რა არის ამაში ცუდი?

კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მამუკა ბახტაძის მიერ ფეისბუქის პოსტით თანამდებობის დატოვებაში ცუდს ვერაფერს ხედავს. მისივე თქმით, ფეისბუქი კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა და თავადაც აქტიურად იყენებს.

"თუ აკვირდებით ჩემს საქმიანობას, ჩემი ძირითადი საკომუნიკაციო წყარო არის სოციალური ქსელი, ფეისბუქი, სადაც ძალიან მჭიდრო და აქტიური ურთიერთობა მაქვს საზოგადოებასთან და არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. დღეს, 21-ე საუკუნეში არ არის აუცილებელი მხოლოდ ტელევიზიით მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას. არის სოციალური ქსელი სადაც უამრავი, ასი ათასობით ადამიანი არის ჩართული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა არის მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის. ასევე ტვიტერი, რომელიც მსოფლიოში მიღებული არის და ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ ტვიტერს, ფეიბუქს, ინსტაგრამს. ეს ყველაფერი რატომაც არა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? რა არის ამაში ცუდი?"- ამბობს კალაძე. 

დღეს, 2 სექტემბერს, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს განვითარების სტრატეგიის მიმართულებები შეაჯამა. პოსტში აღნიშნა, რომ ვინაიდან "განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან თვლის, რომ თავისი მისია ამ ეტაპისათვის შეასრულა". 

კომენტარები