ანიმაციური ფილმების ფესტივალი

შერიგების მინისტრი და გორის მერი ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალს დაესწრნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1-ლ სექტემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს "ნიქოზი" დაესწრნენ.

მინისტრი ციცხელაშვილი გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა - "ეს საუკეთესი პასუხია, რადგან ესაა ხელოვნების, სიყვარულის ენა, უნივერსალური ენა, რომელიც აუცილებლად შეძლებს ხელი შეუწყოს ნდობის ხიდების მშენებლობას გამყოფი ხაზების იქით მხარეს, სადაც ადამიანები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ცხოვრობენ."

"მთელი ჩვენი პოლიტიკა გათვლილია იმაზე, რომ ჩართულობის, შერიგების გზით
და ძალიან პრაგმატული მექანიზმებით ხელი შევუწყოთ ჩვენ თანამოქალაქეებს
ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, გავუზიაროთ სხვადასხვა
შესაძლებლობა, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზეა," - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებას ეწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია
გიგაური, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი
ხოჯევანიშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვ.

ფესტივალი 6 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები