კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ქალს ხელჩანთა გასტაცა, სადაც 710 ლარი და პირადი ნივთები იყო

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძარცვის მცდელობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.კ.-მ ქალბატონს ხელჩანთა გასტაცა, სადაც 710 ლარი და პირადი ნივთები იყო და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა დ.კ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ ფული და პირადი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - ამბობენ შსს-ში.

გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები