საგანგებო: ყვარელში ხანძარი ლიკვიდირებულია, დამწვარია 20 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციაბის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხუთდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.

მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. საჰაერო ტექნიკამ საერთო ჯამში 191 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 382 ტონა წყალი დაასხეს.

ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი.

კომენტარები