უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

უკრაინის ყოფილმა და მოქმედმა პრეზიდენტებმა დამოუკიდებლობის დღე ერთად აღნიშნეს

Lb.ua

უკრაინის 5-მა პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე ერთად აღნიშნა

ფოტოზე, რომელიც lb.ua-სთვის სონია კოშკინამ გადაიღო, პეტრო პოროშენკო (2014-2019), ვიქტორ იუშენკო (2005-2010), ლეონიდ კუჩმა (1994-2005), ლეონიდ კრავჩუკი (1991-1994) და მოქმედი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დგანან.

24 აგვისტოს უკრაინა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავს.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. დამოუკიდებლობის დეკლარაციას უკრაინამ ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა, დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და იმავე წლის 1-ლ დეკემბერს, რეფერენდუმით დადასტურდა.

კომენტარები