ხანძარი ყვარელში

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ახალსოფლის ტყეში ხანძრის კერებამდე გზის გაჭრა დაიწყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ყვარლის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. 

ასევე, მიღებულია ცეცხლის კერებამდე გზის გაჭრის გადაწყვეტილება, რათა სახანძრო-სამაშველო მძიმე ტექნიკამ მუშაობა შეძლოს და ახლა სწორედ გზის გაჭრა მიმდინარეობს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ცნობით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ვერ მუშაობს, რის გამოც ხანძრის ლოკალიზებას ცოცხალი ძალა ცდილობს. სამუშაოებს ქარი და ძლიერი სიცხე აფერხებს.

ყვარლის სოფელ ახალსოფელში დღეს, 24 აგვისტოს, რამდენიმე საათის წინ ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქებს გაუჩნდა. 

კომენტარები