კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტოები]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია. გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლის წყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50 მეხანძრე მაშველი. გურჯაანში, ზემო კაჭრეთში ცეცხლი ეკიდა ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს. ასევე ეკალბარდს და ბალახს. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ქრობის სამუშაოებს აწარმოებენ.

კომენტარები