რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

ჟორჟოლიანი: სალიამ გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდებოდით გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, როგორც მე დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ...მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა ნანუკას შოუ წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებით. იყო ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი, ყოველ შემთხვევაში, ამ არხზე და დიდი შემოსავალი შემოჰქონდა ამ გადაცემას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე ისევე როგორც ნოდარს, ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს, მათ შორის მე სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენთან დაკავშირებით, ქიბარმა თქვა, რომ ის ვერ იტანდა ჩემს გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავი 2-იდან მისი გათავისუფლების შესახებ. რუსთავი 2-დან ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე დღეს, 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.

კომენტარები