ავტოსაგზაო შემთხვევა

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა

metro.us

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა ადამიანი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ორი მანქანის შეჯახებამ გამოიწვია. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

უწყებისვე ინფორმაციით გარდაცვლილი 45 წლამდე ქალია.

კომენტარები