ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნები

პირველად ისტორიის განმავლობაში ტუნისს ღიად გეი პრეზიდენტობის კანდიდატი ჰყავს

Mounir Baatour
Hassene Dridi/AP

ადვოკატმა მოუნირ ბაატურმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ის, ამით ქვეყნის ისტორიის განმავლობაში პირველი ღიად გეი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

ბაატური ტუნისის ლიბერალური პარტიიდან არის და მან, თავისი თავი საპრეზიდენტო კანდიდატად საარჩევნო კომისიაში ხუთშაბათს დაარეგისტრირა. საარჩევნო კომისიაში მან დაახლოებით 20 000-მდე მხარდამჭერი ხელმოწერა მიიტანა.

ადვოკატის თქმით, მისი სექსუალური ორიენტაცი არ გამხდარა გადაწყვეტილების მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.

"მე ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი თავი წარვადგინე იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვიცავდი ადამიანის უფლებებს, ვიყავი უმცირესობების დამცველი, ვიყავი ინდივიდუალური თავისუფლებების დამცველი", - თქვა ინტერვიუში მოუნირ ბაატურმა.

ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნები 2 კვირით გადაიდო ქვეყნის პრეზიდენტის ბეჯი კაიდ ეს-სებსის გარდაცვალების გამო და ის 15 სექტემბერს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით ტუნისში ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია და ის 3 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების თქმით, გასულ წელს ტუნისში 100 ადამიანზე მეტი დააკავეს სექსუალური ორიენტაციის გამო.

კომენტარები