გაერთიანებული სამეფო

უელსში მაღალტექნოლოგიურ ტუალეტებს დადგამენ, რომლებიც შიგნით სექსის ქონას გამორიცხავს

bbc

სამხრეთ უელსის ზღვისპირა ქალაქში ახალი საზოგადოებრივი ტუალეტების განთავსებას გეგმავენ, რომლის მაღალტექნოლოგიური ფუქციები უზრუნველყოფს, რომ შიგნით სექსით არავინ დაკავდეს.

ქალაქის საბჭოს გეგმის მიხედვით, მკვეთრი მოძრაობების შემთხვევაში, ტუალეტში წყლის ჭავლი გააქტიურდება, კარი ავტომატურად გაიღება და ხმოვანი სიგნალი ჩაირთვება. ნაგებობას სენსორით აღჭურვილი იატაკი ექნება, რომელიც წონას აღიქვამს - ამან უნდა უზრუნველყოს, რომ ტუალეტი ერთ ჯერზე მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოიყენოს.

ამასთან, ტუალეტის ფუნქციებმა შიგნით ძილიც უნდა გამორიცხოს. თუ ნაგებობაში ადამიანი დიდი ხნით დარჩება, გამაფრთხილებელ გზავნილს მიიღებს, განათება და გათბობა კი გამოირთვება.

ნაგებობა აღჭურვილი იქნება სიგარეტის კვამლის დეტექტორებით, მისი კედლები კი ისეთი მასალისგან გაკეთდება, რომელზეც სხვადასხვა სახის წარწერებს ვერ გააკეთებენ.

ქალაქის საბჭო ფიქრობს, რომ ამ გზით უსაფრთხოებას და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას უზრუნველყოფენ. იდეას სოციალურ ქსელებში ბევრი კრიტიკაც მოჰყვა - ადამიანების ნაწილი მას დამაცირებლად მიიჩნევს.

პროექტი ქალაქს 200 ათასი დოლარი უჯდება. მის სისრულეში მოყვანას ოქტომბერში დაიწყებენ.

კომენტარები