ოკუპაცია

ხოშტარია: გუგუტიანთკარში უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად

დღეს, აქ, გუგუტიანთკარში უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელ მსოფლიოს აგონებდეს, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ასე სასტიკად იქცევა და გლეჯს მიწებს და დაუშვებელია, რომ ასეთი მკვლელი ქვეყნის დეპუტატი გვეჯდეს ხოლმე ჩვენ პარლამენტის სავარძელში. დღეს არის გამოვლინება დიდი პრობლემის, არა მხოლოდ რუსეთის, რუსეთი ყოველთვის ასეთი იყო, არამედ, ზოგადად, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ოკუპაციის მიმართ, რუსეთის მიმართ, აქტიურობის ნაკლებობა ასევე, რაც აუცილებელია დასავლეთში და რაც დღეს აქ უნდა ხდებოდეს. როგორ შეიძლება დღეს აქ არ იყოს მთელი მთავრობა და ამ ადამიანებს არ ეუბნებოდეს, რომ მათ პირობებზე იზრუნებს ქართული სახელმწიფო, როდესაც ასეთ დღეში არიან. როგორ შეიძლება არ იცოდნენ მათი მომავალი რა არის, ზოგადი და აბსტრაქტული კი არა სადღეგრძელოებს რომ იძახიან, კონკრეტული - სახლი, საჭმელი, რა ექნებათ ამ ომის პირობებში როცა ცხოვრობენ.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა მავთულხლართებს ამონტაჟებენ.

კომენტარები