BTS

BTS ხანგრძლივ შესვენებაზე გადის

კორეული ბოი-ბენდის, BTS-ის მენეჯმენტი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ექვსწლიანი გადატვირთული პერიოდის შემდეგ, ჯგუფის წევრები ხანგრძლივ შესვენებაზე გავლენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს პერიოდი k-pop ბენდს გადატვირთვის საშუალებას მისცემს და დაეხმარება, მომავალში განახლებული სახით წარსდგნენ მსმენელების წინაშე.

კომპანია Big Hit Entertainment, რომელიც ჯგუფის მენეჯმენტზეა პასუხისმგებელი, ფანებს სთხოვს, თუ სადმე გადაეყრებიან BTS-ის წევრებს, გაითვალისწინონ, რომ მათ დასვენება და დროის მარტო გატარება სჭირდებათ.

BTS-ის დებიუტი 2013 წელს შედგა - მას შემდეგ ჯგუფმა 6 ალბომი და 6 EP გამოუშვა, ჩაატარა ტურნეები მსოფლიოს გარშემო და მრავალ სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. სავარაუდოა, რომ სანამ ჯგუფი დაისვენებს, მისი ცალკეული წევრები სოლო კარიერას დაუთმობენ დროს.

კომენტარები