BTS

K-pop ჯგუფს BTS ხანგრძლივი შესვენება ექნება

11 აგვისტოს K-pop ჯგუფის BTS-ის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ ხანგრძლივი შესვენება ექნებათ და გარკვეული პერიოდით კონცერტებს არ ჩაატარებენ.

ჯგუფის სააგენტო Big Hit Entertainment წერს, რომ ჯგუფის 7-ვე წევრი ამ პერიოდში დასვენებას აპირებს - "დასვენება მათ შესაძლებლობას მისცემს 20 წლის ახალგაზრდის ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრონ".

2013 წლის დებიუტის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჯგუფი ისვენებს. უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება შესვენება, თუმცა ჯგუფი ოქტომბერში საუდის არაბეთში ჩანიშნული კონცერტის ჩატარებას აპირებს. 

შესაძლოა, შესვენება სამხედრო სამსახურს უკავშირდება, რადგან 18-დან 28 წლამდე სამხრეთ კორეელი მამაკაცებისთვის ჯარში მსახურება სავალდებულოა. 

BTS-მა პირველი სამხრეთ კორეული პოპ-ჯგუფია, რომელიც გრემის დაჯილდოების ნომინანტი გახდა.

კომენტარები