კოალიციური მთავრობა

ბოკერია 2020-ზე: ივანიშვილის გუნდთან, ან მის სატელიტ პარტიებთან თანამშრომლობა გამორიცხულია

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მხრიდან, გამორიცხულია ნებისმიერი ფორმით ივანიშვილის გუნდთან, ან მის რომელიმე სატელიტ პარტიასთან თანამშრომლობა. 

"თუ ვიმსჯელებთ იმითი, რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაც ხდება მთელი ამ 7 წლის განმავლობაში, რომ მათი ღია მოკავშირეები და მათ მიერ დასპონსორებული, მხარდაჭერილი, ძალადობაზე წაქეზებული, ძალადობაზე ხელდაფარებული ძალები არიან პროპუტინისტური ძალები, ალბათ მაგათ გულისხმობენ [იმ პარტიებში ვისთანაც ითანამშრომლებენ]. აბა რატომ უნდა გამოაცხადო მაშინ, რომ პროდასავლური ძალები შენთვის ყველაზე მიუღებლად? ის კი არ უთქვამთ ამ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ ვინც პუტინთან დადისო, ეგ არ არის მათთვის ორიენტირი, მათთვის ორიენტირი არის პროდასავლური ძალები ზოგადად. ევროპული საქართველოსთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის თავისუფალი დემოკრატებისთვის ნომერ პირველი პოსტულატია, რომ გამორიცხულია ნებისმიერი ფორმით ივანიშვილის გუნდთან, ან მის რომელიმე სატელიტთან მონაწილეობა, რომ მთავრობა და ძალაუფლება შევუნარჩუნოთ რაიმე კონფიგურაციით ივანიშვილის გუნდს," - ამბობს ბოკერია რუსთავი 2-თან საუბრისას.

პრემიერმინიტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თქვა, რომ "ქართული ოცნება" არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან. პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას თუ ვისთან შეიძლება შექმნას კოალიცია ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ სატელიტი პარტიების არსებობა ოპოზიციის მიერ გამოგონილი ზღაპრების ნაწილია. 

კომენტარები