ჩვეულებრივი ვაჭარია ახლა თქვენი [რუსთავი 2-ის] უფროსი [ქიბარ ხალვაში] და მისი ჩარჩი მოადგილე [პაატა სალია], რაღაც ფეხსაცმელების მწმენდავი ჰყავთ დირექტორად. ეგეთი გღირსებიათ საერთოდ რუსთავი 2-ს? აი, გაიხსენეთ, ცხენი და კენტავრი რომ გყავთ მფლობელი და მისი ფეხსაცმელების მწმენდავი არარაობა, საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის იურისტი, არაფერ მიღწეული ცხოვრებაში, მოვიდა და არის რუსთავი 2-ის დირექტორი. ეგეთი დირექტორი გყავთ საერთოდ? ყველანაირი გყოლიათ, მაგრამ აი, ეს? ცხოვრებას არ აპირებს ამ ქვეყანაში? როგორც ჩანს, არა. ჰგონია, რომ 36-კბილა გერმანიაში წაიყვანს
რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი
გვარამია R2-ს: მფლობელად კენტავრი გყავთ, დირექტორად მისი ფეხსაცმლის მწმენდავი არარაობა
tbl.ge/3xlo
დაკოპირდა
რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საუბრობს არხის ახალ მფლობელზე, ქიბარ ხალვაშსა და ახალ გენერალურ დირექტორ პაატა სალიაზე. გვარამიას ამ ინტერვიუს რუსთავი 2-თან წინ უძღოდა პაატა სალიას ბრიფინგი, სადაც მან თქვა, რომ გვარამიას სასამართლოში უჩივლებს, რადგან ის "წლების განმავლობაში მიზანმიმართულად აკოტრებდა ტელეკომპანიას".
ამავე თემაზე
- R2-დან გათავისუფლებული წამყვანი ომბუდსმენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას სთხოვს
- ვოლსკი R2-ზე: არხის კრიტიკულობა არაფერ შუაშია, ასეთ თანამშრომლებს არავინ ამუშავებდა
- NGO-ები რ2-ზე: დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ მოტივაციებზე ეჭვებს აღრმავებს
- იმედი: რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს
- ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ზე: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო - ყველაფერი კარგად იქნება