სოფელი დარჩელი

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში რაგბის მოედნის მოსაწყობად მოსწავლეები თხილის მოსავალს გაყიდიან

რადიო ათინათი

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში რაგბის მოედნის მოსაწყობად მოსწავლეები თხილის მოსავალს გაყიდიან. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. 

როგორც "ათინათს" გოგონათა რაგბის გუნდის მწვრთნელმა ვახტანგ კორკელიამ უთხრა, მოედნის მოსაწყობად ადმინისტრაციამ მათივე სკოლის საკუთრებაში არსებული თხილის წლევანდელი მოსავალი დაუთმო, რომელიც მოსწავლეებმა შეაგროვეს.

მისივე თქმით, ზუგდიდში პირველად რაგბის კლუბი დარჩელის პირველს სკოლაში ჩამოყალიბდა და აქ მოედნის მოწყობა სიმბოლურია.

"მას მერე რაც სკოლას რემონტი ჩაუტარდა და ძველი შენობების დემონტაჟი მოხდა, გამოთავისუფლდა ტერიტორია, თუმცა გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომ ვარჯიში შევძლოთ. სკოლის ტერიტორიაზე იყო თხილნარი. წლევანდელი მოსავალი დაგვითმეს ამ მოედნის მოსაწყობად, რა თქმა უნდა თანხა არ არის საკმარისი, მაგრამ ვეცდებით კიდევ მოვაგროვოთ"- თქვა კორკელიამ

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის გოგონათა გუნდი "ქვიშის რაგბი 2019-ის" გამარჯვებულია.

კომენტარები