20 ივნისის საქმეზე დაკავებული მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე თავისუფალია

ნეკრესი

20 ივნისის საქმეზე დაკავებული მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძე, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართთლომ მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და გირაოთი გაათავისუფლა.

ბეჟან ლორთქიფანიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. 

საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 25 ივლისს 20 ივნისის აქციის საქმეზე დააკავეს.

ის 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლორთქიფანიძის შესახებ აცხადებს, რომ ის "გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას".

ბეჟან ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტი ბეგი საიმობილიზაციო პრეპარატით უსაფრთხოდ დააძინა. National Geographic​-ში იმავე წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ლორთქიფანიძემდე ჰიპოპოტამს პრეპარატი რამდენჯერმე უშედეგოდ ესროლეს. 

კომენტარები