ონლაინ აპლიკაციები

აპლიკაციები, რომელთა გამოსაყენებლად ყველაზე მეტს გადაიხდიდნენ, ფასიანი რომ ყოფილიყო

Arun Sankar/Agence France-Presse — Getty Images

ამერიკულმა სააგენტო McGuffin-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლია, თუ რომელი უფასო აპლიკაციებისთვის იქნებოდა უფრო მეტი ადამიანი გადაეხადა ფული და რამდენი იქნებოდა მზად ამისთვის.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულებისთვის ყველაზე ძვირფასი YouTube-ია. ვებ-გვერდით სარგებლობისთვის, გამოკითხულები თვეში საშუალოდ 4.2 დოლარს გადაიხდიდნენ. ვიდეო პლატფორმას Google Maps მოსდევს - გამოკითხულები საშუალოდ 3.48 დოლარს გაიღებდნენ თვეში, რათა გუგლის რუკებით ესარგებლად. Google Drive-ისთვის კი ისინი თვეში საშუალოდ 3.31 დოლარს გაიმეტებდნენ.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულებიდან ყველაზე მეტი, 89% იქნებოდა მზად თანხა Whatsapp-ით სარგებლობისთვის გაეღო. Youtube-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 72%-ს შეადგენს, ხოლო Facebook-ის შემთხვევაში 64%-ს.

აპლიკაციები, რომლებისთვისაც მომხმარებლები საშუალოდ ყველაზე მეტს გადაიხდიდნენ:

  1. Youtube - თვეში 4.20$, გადაიხდიდა გამოკითხულთა 72%
  2. Google Maps - 3.48$, გადაიხდიდა 78%
  3. Google Drive - 3.31$, გადაიხდიდა 79%
  4. Facebook - 2.92$, გადაიხდიდა 64%
  5. LinkedIn - 2.84$, გადაიხდიდა 79%
  6. FaceTime - 2.78$, გადაიხდიდა 79%
  7. Reddit - 2.74, გადაიხდიდა 77%
  8. Venmo - 2.73, გადაიხდიდა 66%
  9. Instagram - 2.56, გადაიხდიდა 70%
  10. Messenger - 2.52, გადაიხდიდა 66%

კომენტარები