ადაპტირებული პლაჟი

ზღვა ყველასია - ბათუმის ბულვარში ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა (ვიდეო)

ბათუმის ბულვარში ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. შშმ პირები ზღვაში შესვლას და ბანაობას დამოუკიდებლად შეძლებენ.ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა, მოეწყო პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე, საპირფარეშო და გამოსაცვლელი. ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. 

პრეზენტაცია 9 აგვისტოს პლაჟზე, რესტორან ძველი გემის მოპირდაპირედ გაიმართა.

კომენტარები