აშშ

შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ დონალდ ტრამპი ოჰაიოს და ტეხასი შტატებს ეწვევა

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოჰაიოს და ტეხასის შტატებს ეწვევა. ოჰაიოს ქალაქ დეიტონში და ტეხასის ქალაქ ელ პასოში გასულ კვირას შეიარაღებული თავდასხმები მოხდა, რასაც 31 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა.

ტრამპმა რასიზმი და სიძულვილი დაგმო და დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ელ პასოს წარმომადგენელმა დემოკრატმა კონგრესმენმა თქვა, რომ ტრამპს არ შეხვდება და პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ მის სიტყვებს შედეგები მოჰყვება.

"უარს ვამბობ შევუერთდე მას იმ ტკივილზე დიალოგის გარეშე, რასაც მისი რასისტული და სიძულვილით სავსე სიტყვები და ქმედებები იწვევს ჩვენს ქვეყანაში." დაწერა ვერონიკა ესკობარმა.

მსგავსი კომენტარი გააკეთა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბეტო ო'რურკმა, რომელიც ტეხასიდან არის. "მისი ადგილი აქ არ არის" თქვა მან.

ელ პასოში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა 21 წლის პატრიკ კრუსიუსიმა მოაწყო. თავდასხმის წინ მან სოციალურ ქსელში მანიფესტი გამოაქვეყნა. 

კრუსიუსმა Twitter-ზე მხარდაჭერა გამოუცხადა ბრენტონ ტარანტს, პირს რომელმაც 2019 წლის 15 მარტს ახალ ზელანდიაში 2 მეჩეთს დაესხა თავს და 51 ადამიანი მოკლა.  

კრუსიუსი ასევე წერდა, რომ თავის ქმედებებით "უცხოური შემოტევებისგან" სამშობლოს დაცვას ცდილობდა. მისი თქმით, მათ გამო ამერიკული კულტურა და ეკონომიკა ზიანდებოდა.

კომენტარები