იოსებ მაკრახიძე

ოცნების დეპუტატის ცოლის კომპანიას ბიუჯეტიდან 3.1 მილიონი აქვს მიღებული

ick.ge

ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატის, ოისებ მაკრახიძის ცოლის კომპანიას 2014-17 ბიუჯეტიდან 3 107 114 ლარი აქვს მიღებული.

გარდა ამისა, მაკრახიძის ცოლის ძმის კომპანიამ 2014-17 წლებში ბიუჯეტიდან 319 267 ლარი მიიღო.

თავად მაკრახიძე, რომელიც 2016 წლიდან დეპუტატია, აქამდე პარლამენტში არც ერთხელ გამოსულა სიტყვით. უკანასკნელი დეკლარაციის მიხედვით, მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 55 ათას ლარს გადააჭარბა.

კომენტარები