პრემიერ ლიგა

adjarasport.com პრემიერ ლიგის მატჩების ჩვენებას იწყებს

9 აგვისტოდან ქართველ ფეხბურთის მოყვარულებს ინგლისის პრემიერ ლიგის თამაშების ინტერნეტში, adjarasport.com-ზე ხილვა შეეძლება.

წყაროს ინფორმაციით, adjarasport.com-სა და პრემიერ ლიგას შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. შეთანხმების მიხედვით, adjarasport.com ქართულ ინტერნეტსივრცეში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საკლუბო ჩემპიონატის ექსკლუზიური მაუწყებელი იქნება. პარტნიორობის ფარგლებში adjarasport.com მომხმარებელს პრემიერ ლიგის თამაშებს, დაპირისპირებების საინტერესო მომენტებსა და სხვა ექსკლუზიურ მასალას შესთავაზებს.

ინგლისის პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყურებადი სპორტული ჩემპიონატია. გასულ წელს მანჩესტერ იუნაიტედის, მანჩესტერ სიტის, ლივერპულის, არენალის ჩელსისა და ტოტენჰემის თამაშები 4 მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა.

კომენტარები