პრემიერ ლიგა

აგუერომ "სიტისთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა

www.mancity.com

"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. მანჩესტერელთა ოფიციალური საიტის ცნობით, 30 წლის არგენტინელი "ქალაქელების" ღირსებას 2021 წლამდე დაიცავს.

"მიხარია, რომ "სიტიში" დავრჩი. ინგლისში 2011 წელს გადმოვედი და მინდა, ამ კლუბს ჯამში 10 წელიწადი მივუძღვნა. კონტრაქტი 3 წლით სწორედ ამიტომ გავახანგრძლივე", - განაცხადა თავდამსხმელმა.

აგუერო "სიტიში" 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა. 204 გოლით, არგენტინელი მანჩესტერული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, აგუერომ 5 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები