შეიარაღებული თავდასხმა

21 წლის ტეხასელმა მსროლელმა ელ-პასოს სავაჭრო ცენტრზე თავდასხმამდე მანიფესტი გამოაქვეყნა

Los Angeles Times

21 წლის ტეხასელმა მსროლელმა, პატრიკ კრუსიუსიმა, რომელიც ელ- პასოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანის მკვლელობისთვისაა დაკავებული, თავდასხმამდე სოციალურ ქსელში მანიფესტი გამოაქვეყნა. 

კრუსიუსმა Twitter-ზე მხარდაჭერა გამოუცხადა ბრენტონ ტარანტს, პირს რომელმაც 2019 წლის 15 მარტს ახალ ზელანდიაში 2 მეჩეთს დაესხა თავს და 51 ადამიანი მოკლა.  

კრუსიუსი ასევე ამბობს, რომ თავის ქმედებებით "უცხოური შემოტევებისგან" სამშობლოს დაცვას ცდილობს. მისი თქმით, მათ გამო ამერიკული კულტურა და ეკონომიკა ზიანდება. 

ამ დროისთვის, კრუსიუსის twitter-ი დაბლოკილია. 

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. სროლა Wallmart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, რომელიც Cielo Vista Mall-ის მახლობლად მდებარეობს. შემთხვევის ადგილი მექსიკის სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრითააა დაშორებული.

პოლიციის ინფორმაციით, მსროლელი, 21 წლის პატრიკ კრუსიუსი ელ პასოდან 1000 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალენადანააელ-პასოს პოლიციის უფროსის, გრეგ ალენმა განაცხადა, რომ გამოძიება სიძულვის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულად განიხილება. 

შემთხვევას გამოეხმაურა შტატის გუბერნატორი, გრეგ ებოტი მან მომხდარს, ძალადობის ამაზრზენი გამოვლინება უწოდა.

კომენტარი გააკეთა ელ-პასოს მერმაც, დი მარგომაც, " ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ მსაგვსი ტრაგედია შესაძლო ჩვენს ქალაქში მომხდარიყო, შეძრული ვარ მომხდარით"

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან twitter-ზე დაწერა რომ მომხდარი ძალიან ცუდია. მისივე თქმით, შტატის გუბერნატორს ელაპარაკა და მას ფედერალური მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 

კომენტარები