რუსეთი

მოსკოვში აქციის დაწყებამდე ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი დაიჭირეს

Novaia Gazeta

მოსკოვში აქციის დაწყებამდე ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი დაიჭირეს. 

სობოლი როჟდესტვენის ბულვარში, საარჩევნო შტაბის მახლობლად დააკავეს. პოლიციელებს მისთვის დაკავების მიზეზი არ აუხსნიათ. 

მოსკოვის პროკურატურის მიერ 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაზე, აქციის არ ჩატარების შესახებ, ლიუბოვ სობოლმა თქვა, რომ ის მაინც გამოვიდოდა, მიუხედავად იმისა, თუ რა გაფრთხილება იყო გაცემული მის წინააღმდეგ. 

"მირეკავენ ჟურნალისტები, პროკურატურის გაფრთხილებაზე მეკითხებიან. კიდევ ერთხელ: მე არ მეშინია და 3 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოვალ," - დაწერა სობოლმა Twitter-ზე.

ლიუბოვ სობოლი ერთერთია იმ ოპოზიციონერ კანდიდატთაგან, რომელსაც მოსკოვის დუმის არჩევნებზე დარეგისტრირების უფლება არ მისცეს. ის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მთავარი ადვოკატია. გასულ დღეებში სობოლი არაერთხელ დააკავეს.

მოსკოვის პროკურატურამ 3 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა და მათ მოუწოდა, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია.

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

ლიუბოვ სობოლმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ 3 აგვისტოს მშვიდობიან მსვლელობას შეუერთდნენ. მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციაზე ნებართვას არ გასცემენ.

კომენტარები