საქართველოს მოქალაქეების დაკავება

კიევის ბაზარში 119 არალეგალი დააკავეს, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

კიევის პოლიცია

კიევის პოლიციამ ბაზრობა "ტროეშჩინაზე" მომუშავე არალეგალი მიგრანტები გამოავლინა და დააკავა. მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

newsone.ua ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სულ დაკავებულია 119 ადამიანი და მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები. 

ცნობილია ისიც, რომ დაკავებული მოქალაქეებიდან 50 ადამიანს საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ, 36-ს კი უკრაინაში ყოფნის ვადა შეუმცირეს. კიდევ 10 პირი დროებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეების არ მქონე პირების განთავსების პუნქტებში გადაიყვანეს.

უცნობია საქართველოს რამდენი მოქალაქეა დაკავებულ 119-ს შორის და სად არიან ისინი ამ დროისთვის. ტაბულა უკვე დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები