განზრახ მკვლელობის მცდელობა

ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

shutterstock

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ადამიანი, რომელმაც შურისძიების მიზნით ნაცნობი დანით დაჭრა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ბრალდებული 1973 წელს დაბადებული ჭ.წ.-ა და მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭ.წ.-მ, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - ვ.ვ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად", - აღნიშნავენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები