A$AP Rocky

შვედეთის სასამართლომ A$AP ROCKY დროებით გაათავისუფლა

CNN

შვედეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებით გაეთავისუფლებინა დაკავებული ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი რაკიმ მაიერსი, რომელიც A$AP ROCKY-ს სახელითაა ცნობილი.

A$AP ROCKY განაჩენის გამოტანამდე, 14 აგვისტომდე იქნება თავისუფალი.

მუსიკოსი სტოკჰოლმში ივლისის დასაწყისში დააკავეს მას შემდეგ, რაც მან და მისმა დაცვის წევრებმა ორ ადგილობრივს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთმა შვედურმა გაზეთმა და ვებ გვერდმა TMZ გაავრცელეს ვიდეოები, სადაც ის ორ კაცთან ჩხუბობს. მას და მის დაცვას ქუჩაში ორი კაცი აედევნა და ამის შემდეგ მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება მოხდა. რეპერმა თავის ინსტაგრამზე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ დაჰყვება მას ორი კაცი და მის დაცვას ყურსასმენს თავში ურტყამს.

A$AP Rocky-ს ტვიტერზე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მიულოცა გათავისუფლება:

კომენტარები