A$AP Rocky

A$AP ROCKY შვედეთში კონცერტით დაბრუნდება

Getty Images

A$AP Rocky მისი დაკავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შვედეთში კონცერტით დაბრუნდება.

კომპანია Live Nation-მა რეპერის კონცერტი 11 დეკემბერს, სტოკჰოლმში დაანონსა და დაწერა, რომ ამის მიზეზი "საოცრად ბევრი შვედი გულშემატკივრის მხარდაჭერა" გახდა.

A$AP Rocky შვედეთში პირველად გამოჩნდება, მას შემდეგ რაც ის და მისი დაცვის ორი წევრი ფიზიკური დაპირისპირებისთვის 14 აგვისტოს დამნაშავედ ცნეს.

რეპერი სახელად რაკიმ მეირსი სტოკჰოლმში 3 ივლისს დააკავეს, მას შემდეგ რაც ის და თავისი ორი დაცვის წევრი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 19 წლის მუსტაფა ჯაფარს. მაშინ A$AP Rocky ამბობა, რომ ის და მისი დაცვის წევრები თავდაცვის რეჟიმში მოქმედებდნენ, რადგან მათ ქუჩაში აედევნენ და ერთ-ერთმა დაცვის წევრს ჩხუბი დაუწყო.

14 აგვისტოს A$AP Rocky და დაცვის ორ წევრი შვედეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გამოტანილ ვერდიქტში ეწერა, რომ რეპერი და მისი თანმხლები პირები თავდაცვის რეჟიმში არ მოქმედებდნენ. თუმცა, მათთვის სასამართლოს პატიმრობა არ შეუფარდებია და მხოლოდ 19 წლის მუსტაფა ჯაფარისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

კომენტარები