უკრაინის საპარლამენტო არჩევნები 2019

ზელენსკიმ 254 პარლამენტარი კიევის ეკონომიკის 1 კვირიან საზაფხულო სკოლაში გააგზავნა

Kyiv Post

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი პარტიიდან "ხალხის მსახური" 254 ახლადარჩეული პარლამენტარი 1 კვირიან საზაფხულო ეკონომიკის სკოლაში გააგზავნა.

ახლადარჩეული პარლამენტარები კიევიდან 590 კილომეტრის მოშორებით, ტრუსკავეცის მინერალური წყლის კურორტზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში Rixos Prykarpattya 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ერთ კვირიან ტრენინგ-კურსს ესწრებიან. ადგილობრივი მედიიდან ვიგებთ, რომ 254 პარლამენტიდან "თითქმის ყველა მივიდა". კურსის ჩასატარებლად პარტიამ ქვეყნის ერთერთი წამყვანი ბიზნეს სკოლის, კიევის ეკონომიკის სკოლის (KSE) წარმომადგენლები დაიქირავა.

კურსი 1 კვირის მანძილზე ყოველდღე 6 სესიას მოიცავს, რაც დილას 7:30 საათზე იწყება და საღამოს 9:30 საათზე სრულდება. მონაწილეები 8 ჯგუფად დაყვეს. 

კურსის კურიკულუმი მოიცავს სხვადასხვა საგნებს - კრიზისული კომუნიკაციები, საჯარო პოლიტიკა, კანონმდებლობის შემუშავება, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, თავდაცვა და სხვ.

"ჩვენ მათ ბიზნეს სკოლის მოდელის მიხედვით ვავარჯიშებთ," - კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტმა მილოვანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველაზე რთული სესია 31 ივლისსა და 1 აგვისტოს ჩატარდა, როდესაც სტუდენტებს ეკონომიკის სხვადასხა სექტორი შეასწავლეს. მონაწილეებს ალკოჰოლის თავიდან არიდება და საღამოს ადრე დაძინებაც მოეთხოვებათ. 


ფოტო: Independent

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 254 პარლამენტარიდან აქამდე არცერთს უმუშავია პარლამენტში. ჯამში ახლადარჩეული პარლამენტარების 80%-ს აქამდე პარლამენტში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, მათი საშუალო ასაკი 41 წელია.

ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ Ukrainska Pravda-სთან ინტერვიუში თქვა, რომ შეუძლებელია ახალ კანონმდებლებს ასეთ მოკლე ვადაში ერთდროულად ხმის მიცემის გარდა რამე ასწავლო.

პრეზიდენტ ზელენსკის პარტიამ "ხალხის მსახური" ხმათა 43.16% მიიღო. მას მოსდევს პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა "სიცოცხლისთვის" 13.05%-ით. ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტიას "მამული" - 8.18% აქვს, ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიამ "ევროპული სოლიდარობა" კი 8.10% აიღო. ახლადშექმნილმა პარტიამ "ხმა" - 5.80%. 

არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა ისტორიაში ყველაზე დაბალი - 49.2% იყო. მაჩვენებელი 2014 წელს - 51.9%, 2012 წელს - 57.5%, ხოლო 1994 წელს - 51.9% იყო.

1998 წლის შემდეგ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ "ხალხის მსახური" ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. "ხალხის მსახური" რადას ისტორიაში ყველაზე დიდ ფრაქციას შექმნის.

კომენტარები