სამომხმარებლო ფასები

ივლისში სამომხმარებლო ფასები 3.9%-ით გაიზარდა

Reuters

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასები 3.9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საბაზისო ინფლაცია ივლისში 3.4%-ს შეადგენდა. საქსტატმა გამოთვალა აგრეთვე საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელი თამბაქოს გარეშე, რაც 1.9% იყო.

ინფლაციის დონე ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6%-ს შეადგენდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით - 0.02%-ს.

გასულ წელთან შედარებით, განსაკუთრებით მომატებულია ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე (13.7%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (7.9%), დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე (5.6%) ტრანსპორტსა (3.9%) და ჯანდაცვაზე (3.5%).

როგორც ეროვნული ბანკის ივლისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი, მოკლევადიანი პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივი ნიშნულის, 3%-ის მაღლა დარჩება. ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ინფლაციის დონე დაუბრუნდება მიზნობრივ ნიშნულს.

კომენტარები