კაცს, რომელიც მეზობლის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მკვლელობა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, 2018 წლის 5 ნოემბერს მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში, გ.თ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს ვ.კ-ს, განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა გულმკერდის არეში. მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.კ. ადგილზე გარდაიცვალა", - ამბობენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.თ. იმავე დღეს დააკავეს.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
