აშშ

სენატმა გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტი დაამტკიცა

Reuters

აშშ-ის სენატმა გაეროში ელჩის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ ნომინირებული კანდიდატი, კელი ნაით კრაფტი 56 ხმით 34-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი მხოლოდ 5-მა დემოკრატმა სენატორმა დაუჭირა.

57 წლის რესპუბლიკელი კრაფტი კანადაში აშშ-ის ელჩის პოსტს იკავებდა. სენატში მოსმენისას მან თქვა, რომ გააგრძელებს გაეროში რეფორმების მოთხოვნას და დაიცავს ტრამპის გადაწყვეტილებას შეუმციროს გაეროს დაფინანსება.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მის კანდიდატურას გამოცდილების ნაკლებობის და კრაფტის ოჯახის ქვანახშირის ინდუსტრიასთან კავშირების გამო აკრიტიკებდნენ. კრაფტი 2016 წელს ცოლად გაჰყვა ქვანახშირის ინდუსტრიის მილიარდერ ბიზნესმენ ჯო კრაფტს.

ის ამ პოსტზე ნიკი ჰეილის შეცვლის. ჰეილიმ პოსტი გასული წლის ოქტომბერში დატოვა.

ტრამპი ამ პოსტზე თავდაპირველად Fox News-ის და ABC-ს ჟურნალისტის, 2017 წლის აპრილიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ჰეზერ ნაუერის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცამ ან უარი თქვა.

კომენტარები